დნიპროში ოკუპანტთა თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 18-მდე  გაიზარდა - უკრაინული მედია

03 აპრილი 2024, 10:00 365 ნახვა

უკრაინის ქალაქ დნიპროში ოკუპანტთა თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 18-მდე  გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, მათ შორის, 5 ბავშვია.

რუსული ძალების სამიზნე გახდა ხარკოვის ოლქში მდებარე სოფელი ნოვოსინოვეც, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფროტზე 75 სამხედრო შეტაკება მოხდა.

მათივე ცნობით, მტერმა 2 სარაკეტო და 78 საჰაერო დარტყმა განახორციელა ასევე 66 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან

პარალელურად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა დაარტყეს 1 საზენიტო სარაკეტო სისტემას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი