ავსტრალიამ ღაზაში მისი მოქალაქის დაღუპვა დაადასტურა

02 აპრილი 2024, 08:03 523 ნახვა

ავსტრალიის პრემიერ- მინისტრმა დაადასტურა, რომ ავსტრალიის მოქალაქე ლალზაუმი ფრანკომი დაიღუპა ღაზაში საჰაერო თავდასხმის შედეგად და ისრაელის ხელისუფლებისგან მის გარდაცვალებაზე  პასუხისმგებლობა მოითხოვა. არასამთავრობო ორგანიზაციის „მსოფლიო ცენტრალური სამზარეულოს“ ხუთი თანამშრომელი დაიღუპა ღაზაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად - განაცხადა ღაზის სამთავრობო მედიამ. 

ინციდენტის შედეგად დაღუპულთა შორის არიან პოლონეთის, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. ავსტრალიის  პრემიერმა განაცხადა,  რომ უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები და ისინი, ვინც ჰუმანიტარულ სამუშაოს ასრულებენ, საჭიროებენ დაცვას და კონფლიქტში მონაწილე მხარეებს  ღაზაში  ცეცხლის შეწყვეტისა და დაზარალებულთა დახმარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი