ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საფუძვლიანი მსჯელობა მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე იმ ტრაგიკული ინციდენტის გარემოებების დასადგენად, რომლის შედეგად ღაზაში მსოფლიო ცენტრალური სამზარეულოს თანამშრომლები დაიღუპნენ.
ტელეგრამ-არხზე გავრცელებულ განცხადებაში ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ „ისრაელის თავდაცვის ძალები ახორციელებს ფართო ძალისხმევას ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო მიწოდების უზრუნველსაყოფად და მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიო ცენტრალურ სამზარეულოსთან ღაზის მოსახლეობისთვის საკვების მიწოდების ხელშესაწყობად.