მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი NBA-ში 

02 აპრილი 2024, 08:01 434 ნახვა

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში საქართველოს ნაკრების წევრის სანდრო მამუკელაშვილის გუნდი „სან ანტონიო“ საკუთარ მოედანზე „გოლდენ სტეიტს“ შეხვდა და 113:117 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 25 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი იყო – 10 ქულა, 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა.

„სან ანტონიოს“ რიგებში 32 ქულით საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა გახლდათ, ხოლო „გოლდენ სტეიტში“ ყველაზე მეტი, 32 ქულა სტეფ კარიმ დააგროვა.

ამ მომენტისთვის „სან ანტონიოს“ 75-დან მხოლოდ 18 გამარჯვება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში