პრეზიდენტმა ფოტოხელოვანი ნაზი გაბაიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

01 აპრილი 2024, 10:18 415 ნახვა

ორბელიანების სასახლეში, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 33 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის მოყვარული ფოტოხელოვანი ნაზი გაბაიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

ორბელიანების სასახლეში მოეწყო დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარების პერიოდში ნაზი გაბაიძის მიერ გადაღებული ფოტოებისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოფენა.

სასახლეში სტუდენტებისათვის საბჭოთა კავშირის ისტორიის მკვლევარის რუსუდან კობახიძის, ისტორიკოს გიორგი არქანიასა და მიხეილ ბახტაძის ლექციები ჩატარდა, რომლებზეც ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში 31 მარტის რეფერენდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს 26 მაისის, 31 მარტისა და 9 აპრილის შორის კავშირებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი