საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსებისა და ქართული ცეკვის რაინდის ორდენების კავალერი, ქორეოგრაფი გოგი ჩაჩავა გაიხსენეს ბათუმში.
“თქვენი სახელი დარჩება ისტორიას“ - ასე უწოდეს ხსოვნის საღამოს ორგანიზატორებმა აკადემიური ანსამბლ “არსიანის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა. გოგი ჩაჩავას 74 წელი შეუსრულდებოდა.
ხელოვანი გაიხსნეს კოლეგებმა, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტში “არსიანის“ სხვადასხვა თაობის წარმოდგენლები მონაწილეობდნენ, შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.