უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 53 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დამპყრობლებმა განახორციელეს 22 სარაკეტო და 79 საჰაერო დარტყმა, 97-ჯერ გაისროლეს უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ ტერიტორიებზე.
მძიმე არტილერიითა და დრონებით დაბომბეს რუსულმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რეგიონი. შეტევა იყო დონეცკზეც - დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი.
აფეთქებები ისმოდა ქალაქ ხარკოვში. დაზიანდა სამოქალაქო შენობები, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.