მუნიციპალური არჩევნები თურქეთში 

31 მარტი 2024, 10:44 550 ნახვა

თურქეთში მუნიციპალური არჩევნები იმართება. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 200 ათასზე საარჩევნო უბანი.

საკუთარ ხმას 61 მილიონზე მეტი რეგისტრირებული ამომრჩეველი დააფიქსირებს და ისინი ქალაქის მერებს, რეგიონულ და რაიონულ მმართველებს 5 წლის ვადით აირჩევენ.

კენჭისყრაში 34 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. თურქული მედიის ცნობით, მთავარი ბრძოლა იმართება სტამბოლისთვის, სადაც ამჟამად მერი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ერდოღანის მთავარი მეტოქე ექრემ იმამოღლუა.

სტამბოლის მერობისთვის პრეზიდენტ ერდოღანის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან“ გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი მურათ ქურუმი იბრძვის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი