„ჯოგს გამოქცეული ღირსება“ - ასე ქვია კომპოზიტორ ნანა მესხის ბროშურას, რომელიც ავტორმა საზოგადოებას წარუდგინა. ნანა მესხის შემოქმედებით საღამოს აჭარის მწერალთა სახლმა უმასპინძლა.
ავტორმა საზოგადოებას ბროშურიდან ამონარიდები წაუკითხა, მოგვიანებით კი საკუთარი შემოქმედებიდან რამდენიმე მუსიკალური კომპოზიცია გიტარაზე შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ აჭარის მწერალთა სახლი სისტემატურად მართავს სხვადასხვა პოეტისა თუ ავტორ შემსრულებლის შემოქმედებით საღამოებს.
აღნიშნული საღამო აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „ახალი შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის-საგრანტო კონკურსის ფარგლებში დააფინანსა.