გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა ესტონეთისა და საფრანგეთის ელჩებთან თავდაცვის მინისტრმა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრებზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში საფრანგეთისა და ესტონეთის კონტრიბუციაზე.