გილოცავთ, საქართველო უკვე ევროპაშია - სალომე ზურაბიშვილი

27 მარტი 2024, 00:42 204 ნახვა

გილოცავთ, საქართველო უკვე ევროპაშია!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივნისს ჩაატარებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში