საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

27 მარტი 2024, 10:11 383 ნახვა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს, - ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აცნობა.

ირაკლი კობახიძე პირველი რესპუბლიკის მოედანზე  საქართველო-საბერძნეთის მატჩის შემდეგ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად მივიდა და შეკრებილ გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების გამარჯვება მიულოცა.

„დღეს არის უბედნიერესი დღე. ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. პირადად მე, როგორც გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს, 1994 წლიდან. ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს. მინდა, გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რაც ბიჭებს უკვე ვუთხარი. ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ყველანი ღირსეული ადამიანები არიან, ამიტომ შალვა პაპუაშვილთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი ბიჭები, თითოეული მათგანი იქნებიან წარდგენილი ღირსების ორდენზე. მინდა, დიდი სიყვარული გამოვხატო თითოეული მათგანის და თითოეული თქვენგანის მიმართ. უბედნიერესი ვარ დღეს. გილოცავთ!“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში