ლექცია ძმებ ნობელების სახელობის მუზეუმში

26 მარტი 2024, 20:04 442 ნახვა

“ქვის დამუშავების  უძველესი ტექნოლოგია“ - ამ თემაზე არქეოლოგიის დოქტორმა გურამ ჩხატარაშვილიმა ძმები ნობელების მუზეუმში საჯარო ლექცია წაიკითხა.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა ვრცლად ისაუბრა  ქვის იარაღის დამზადების  უძველესი მეთოდების  და  აჭარის რეგიონში აღმოჩენილი ქვის იარაღის მრავალფეროვანი კოლექციის შესახებ. მოზარდები ფოტო-ილუსტრაციასა  და ვიდეო მასალასაც გაეცნენ. 

საჯარო ლექცია პროექტ სამუზეუმო საათების ფარგლებში ჩატარდა. 

პროექტის მიზანი მოსწავლე ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლებაა.

ცნობილია, რომ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში დაცულია ქვის იარაღთა უმდიდრესი კოლექცია, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 35 000 ერთეულს აღემატება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში