საიუბილეო ღონისძიება გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში 

26 მარტი 2024, 10:18 379 ნახვა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 21 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიებაზე სერჟანტებს სიტყვით მიმართა  თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სერჟანტთა კორპუსი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თავდაცვის ძალების სიძლიერეს, დისციპლინასა და მოტივაციას.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა აკადემიის მნიშვნელოვანი როლი პროფესიონალი სერჟანტების მომზადებაში.

საზეიმო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. ღონისძიების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის მინისტრს აკადემიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნეს.

მოგვიანებით, ირაკლი ჩიქოვანი საჩვენებელ სწავლებასაც დაესწრო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი