შეხვედრა  სტუდენტებთან 

21 მარტი 2017, 00:00 4187 ნახვა

 ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე ნათია კაპანაძემ სტუდენტებს ტელევიზიის როლზე ესაუბრა და მაუწყებელში გამოცხადებულ ვაკანსიებზე დეტალური ინფორმაცია გააცნო, დაინტერესებულ პირებს კი სტაჟირების გავლა შესთავაზა. მანამადე ტელევიზიის დირექტორი ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს შეხვდა. მათ დეტალურად გააცნო ის შესაძლებლობები, რასაც მათ საზოგადოებრივი მაუწყებელი სთავაზობს. ასევე უპასუხა შეკითხვებს, რომელიც ტელევიზიის პოლიტიკას, გადაცემებსა და მათ ფორმატს შეეხებოდა. მომავალი ჟურნალისტები კონკურსებსა და სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობას გეგმავენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებასთან მუშაობის ღიაობის მნიშვნელობაზე საუბრობენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი