ისრაელის არმია „ჰამასის“ ობიექტების დაბომბვას განაგრძობს

26 მარტი 2024, 10:13 275 ნახვა

ისრაელის არმია „ჰამასის“ ობიექტების დაბომბვას განაგრძობს. "ცაჰალის" სამხედროების სამიზნეში ღამით ღაზის ცენტრალურ ნაწილში, დეირ ელ ბალაქში, დაჯგუფების მთავარი პოსტები მოექცა. პარალელურად, გრძელდება ოპერაცია ქალაქ ღაზაში, ალ-შიფის საავადმყოფოს ტერიტორიაზე. "ცაჰალი" 170 ტერორისტის განეიტრალებისა და „ჰამასსა“ და „ისლამურ ჯიჰადთან“ კავშირში მყოფი ასობით ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ იუწყება.

ღაზაში "ჰამასის" მიერ გატაცებული  მძევლების ოჯახის წევრები ახლობლების გათავისუფლებას  პალესტინის ანკლავში ცეცხლის შეწყვეტამდე ითხოვენ. ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ისრაელსა და პალესტინელ ბოევიკებს შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით.  

მოძრაობა “ჰამასმა” შუამავლებს აცნობა, რომ რჩება თავდაპირველ პოზიციაზე და მოითხოვს ცეცხლის სრულ შეწყვეტას, რაც მოიცავს ისრაელის ჯარების გაყვანას ღაზის სექტორიდან, დევნილი პალესტინელების დაბრუნებას და ტყვეთა "ნამდვილ" გაცვლას.

„ჰამასის“ განმარტებით, ასეთი პასუხის მიზეზი არის ის, რომ ისრაელმა მათი არცერთი მოთხოვნა არ შეასრულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში