უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 57 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

26 მარტი 2024, 10:14 388 ნახვა

უკრაინის რამდენიმე ოლქში ღამით საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. 

რუსულმა ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს ხარკოვზე. აფეთქებები დაფიქსირდა ხარკოვში. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის სულ 57 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ უკრაინის დამცველთა პოზიციებს 6 მიმართულებით, ყველაზე აქტიურად შტურმი ლიმანსკსა და ნოვოპავლოვსკზე მიიტანეს"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

მათივე ცნობით, კუპიანსკის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის 1 თავდასხმა ხარკოვის რაიონის სოფელ ივანოვკას მიდამოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი