ჟურნალისტიკის დღე მომავალ ჟურნალისტებთან

21 მარტი 2017, 00:00 4171 ნახვა

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ჟურნალისტიკის  დღე  მიულოცა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გამოცხადებულ კონკურსებსა და სტაჟირების პროგრამაზე ესაუბრა მომავალ ჟურნალისტებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  ხელმძღვანელი. ნათია კაპანაძემ ხელოვნების სასწავლო უნივერისტეტის მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს დეტალურად გააცნო ის შესაძლებლობები, რასაც მათ საზოგადოებრივი მაუწყებელი სთავზობს. ასევე უპასუხა შეკითხვებს, რომელიც ტელევიზიის პოლიტიკას, გადაცემებსა და მათ ფორმატს შეეხებოდა. მომავალი ჟურნალისტები კონკურსებსა და სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობას გეგმავენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებასთან მუშაობის ღიაობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი