მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათი“

24 მარტი 2024, 09:50 330 ნახვა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათი“.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „დედამიწის საათი“ გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითიც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.

მასშტაბურ აქციაში საქართველო, 2009 წლიდან მონაწილეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი