შენგელია და „ბოლონია“ ისევ დამარცხდნენ

23 მარტი 2024, 08:05 452 ნახვა

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ კიდევ ერთი მატჩი წააგო. ევროლიგის 31-ე ტურში იტალიური კლუბი ცრვენა ზვეზდასთან 15 ქულით  - 79:94 დამარცხდა. თორნიკემ 30 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. ვირტუსს 31 ტურში 17 მოგება და 14 მარცხი დაუგროვდა.

ბოლონიელები ამ დროისთვის მერვე ადგილზე არიან და პლეი ოფში პირდაპირ მოხვედრის შანსი ძალიან შეუმცირდათ.

იტალიურ კლუბს პლეი ინიდან მოუწევს პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლა.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში 6 გუნდი გადის, ხოლო 4 გუნდი პლეი ინში თამაშობს. ვირტუსი მომდევნო ტურში საკუთარ არენაზე პანათინაიკოსს უმასპინძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი