რუსული ძალები ხერსონისა და დონეცკის ოლქებს თავს დაესხნენ

22 მარტი 2024, 10:08 420 ნახვა

რუსული ძალები ხერსონისა და დონეცკის ოლქებს თავს დაესხნენ. დაიბომბა ორი დასახლება და დაიღუპა სამი ადამიანი, ხოლო ორი - დაშავდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ქვეყნის სხვადასხვა ოლქს რაკეტებით და დრონებით შეუტია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დარტყმები დაფიქსირდა კრივი-რიჰში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, კროპივნიცკისა და ხმელნიცკში. მათივე ცნობით, ხერსონის ოლქში თავდასხმა საცხოვრებელ უბანზე მოაწყვეს. დონეცკის ოლქში კი რუსი სამხედროების სამიზნე კერძო სექტორი გახდა.

უკრაინის სამხრეთ ნაწილში კი, რუსეთის შემტევი დრონების მომრავლების გამო, საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი