ცესკო არ დაუშვებს ადმინისტრაციის თანამშრომელთა უფლებების შელახვას - ცესკო

21 მარტი 2024, 12:00 224 ნახვა

ადმინისტრაცია თანამშრომლების მიმართ სავარაუდო ზეწოლისა და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ გამოყენების მცდელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცესკო-ს განცხადებაშია ნათქვამი, თანამშრომელთა გამიზნული დისკრედიტაციის კამპანია ახალ ეტაპზე გადადის.

"საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და მის თანამშრომელთა გამიზნული დისკრედიტაციის კამპანია ახალ ეტაპზე გადადის – ფიქსირდება მათი პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ არაკეთილსინდისიერად მოპოვებისა და გამოყენების არაეთიკური მცდელობები, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირად ცხოვრებაში შეჭრის, მათგან პერსონალური ინფორმაციის მოპოვების, მცდელობები. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც ღია და გამჭვირვალე ორგანიზაციის რეპუტაცია უდავოა, როგორც ჩართული მხარეებისთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ხოლო მისი თანამშრომლები თავიანთ საქმიანობაში განუხრელად იცავენ მიუკერძოებლობისა და კანონიერების პრინციპებს. ამ ფონზე, მსგავსი კამპანიები და მცდელობები ცალსახად ემსახურება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გადაფარვას და გაუფასურებას, რომელიც მიღწეული იქნა ბოლო პერიოდის განმავლობაში და შესაძლოა შეფასდეს, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცესკო-ში აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა კანონიერი ბერკეტის გამოყენებით არ დაუშვებს ადმინისტრაციის თანამშრომელთა უფლებების შელახვას, მათ პირად ცხოვრებაში შეჭრასა და პერსონალური ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგოდ გავრცელებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში