პრემიერ-მინისტრი რუსთავში

20 მარტი 2024, 17:47 452 ნახვა

რუსთავში ახალი, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ufc-ს პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ გახსნეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ რუსთავში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაასრულა. ორსართულიანი, დახურული ტიპის სპორტული კომპლექსის მთავარი დარბაზი მოემსახურება 8 ოლიმპიურ სპორტულ სახეობას, როგორიც არის კალათბურთი, ფრენბურთის, ხელბურთის, მინი ფეხბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს, ფარიკაობის სპორტულ სახეობები.დარბაზის მოძრავი, ტელესკოპური ტრიბუნები გათვლილია 1500 მაყურებელზე. დარბაზი მოწყობილი და აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში