ხანგრძლივი ზავისთვის აუცილებელი ბევრი პირობაა შესასრულებელი - კამერონი

20 მარტი 2024, 08:13 438 ნახვა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისრაელსა და  ჰამასს შორის საბრძოლო მოქმედებების შეჩერება ღაზაში მძევლების გასათავისუფლებლად, მაგრამ ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტისთვის  ჯერ საჭიროა ბევრი პირობის შესრულება.

ტაილანდში ვიზიტისას კამერონმა თქვა, რომ შარშან ჰამასის მიერ ისრაელელ სამოქალაქო პირებზე თავდასხმები და მძევლების აყვანა არაჰუმანური იყო და ერთადერთი გზა პალესტინელი ხალხისთვის მომავლისთვის  ჰამასზე  უარის თქმაა.

ლონდონი და  ვაშინგტონი ისრაელ-ჰამასის თითქმის ექვსთვიან ომში  ცეცხლის შეწყვეტისთვის  ახალ დიპლომატიურ ძალისხმევას იწყებენ, რათა გაათავისუფლონ მძევლები და ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად სურსათი  შეიტანონ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში