დაკავებულების მშობლების და ახლობლების დამოკიდებულება, მათი მოთხოვნები მიუღებელია ბათუმის მერისთვის. 11-12 მარტის მოვლენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ვრცელი წერილი მიუძღვნა გიორგი ერმაკოვმა. იგი ასევე ხაზს უსვამს, იმ ფაქტს რომ ბათუმში განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიური გავლენა იქონია ტურისტულ სეზონზე და აქციის მეორე დღესვე გაუქმდა ასობით ჯავშანი.