ჩვენი გამოწვევაა, რომ კანონით უფლებები და ლგბტ პროპაგანდა გაიმიჯნოს, უფლებების ხარისხის გაზრდაზე და პროპაგანდის აბსოლუტურ აკრძალვაზე უნდა ვილაპარაკოთ - მდინარაძე

19 მარტი 2024, 16:38 474 ნახვა

ე.წ. რუსული კანონი გააპროტესტეს, იგივე სტილში უნდათ გააპროტესტონ ეს კანონიც, რომელთან დაკავშირებითაც იტყვიან, რომ არის რუსული, უფლებების შემზღუდავი და ამისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ლგბტ პროპაგანდას ეხება.

მისივე განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი მიმდინარე კვირაში პარლამენტში დაინიცირდება.

„თავის დროზე აგენტების შესახებ ამერიკული კანონი, ფარას ანალოგი, ამისთვის იყო - ეს ხალხი რაში ხარჯავს, რას აფინანსებენ, სადმე ნახეთ განმარტება? ტაივანიდან რომ ფინანსდება ერთ-ერთი პარტიის ხელმძღვანელი და მისი მეუღლე, სადმე ნახეთ რაში დახარჯა ეს ფული? ზეპირად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანტიჩინური აქტივობების დაფინანსებაზეა საუბარი. ადგნენ და თქვან, რაში იხარჯება მაგალითად აშშ-ის მოსახლეობის გადასახადების გადამხდელთ ფული, ევროპელი მოსახლეობის გადამხდელთა ფული. აქ თუ ლგბტ პროპაგანდაში და მის მხარდაჭერაში იხარჯება, ამ შემთხვევაში საზოგადოება თავის დასკვნებს გამოიტანს, ვიღაცა ან შეიკავებს თავს დაფინანსებისგან, ან არა.

თუ პარტიები ფინანსდებიან და ენჯეოს ეგიდით მიდის ეს თანხა, ამაზეც ვილაპარაკოთ. ეს თემები გადაჯაჭვულია. ლგბტ პროპაგანდისგან უფლებების დაცვა უნდა გავმიჯნოთ. არსებობენ ადამიანები, როლებიც არატრადიციული ცხოვრების წესის მიმდევრები არიან და თავად ამბობენ, რომ პროპაგანდა ჩვენი უფლებების დაცვისგან გასამიჯნია, რადგან ჩვენვე გვაზიანებსო. ასეთ ადამიანებს ყველა ვიცნობთ. ჩვენი გამოწვევაა, რომ კანონში უფლებები და პროპაგანდა გაიმიჯნოს და უფლებების ხარისხის გაზრდაზე და პროპაგანდის აბსოლუტურ აკრძალვაზე და მისი მავნე შედეგების გამორიცხვაზე უნდა ვილაპარაკოთ“, - განაცხადა მდინარაძემ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი