ბათუმის პოზიციონირება ევროპულ ბაზრებზე გრძელდება - ტურიზმის დეპარტამენტი

19 მარტი 2024, 12:37 597 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ევროპულ ქვეყნებში ბათუმის ცნობადობის გაზრდის მიზნით მუშაობას აგრძელებს. ამჯერად, აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტები უწყებამ პრაღისა და ვენის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა - ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ვიზიტორების დაინტერესება, საქართველოს, როგორც ახალი და საინტერესო ტურისტული მიმართულების მიმართ მაღალია, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის არსებული პირდაპირი რეისების არსებობა. გამოფენების ფარგლებში დეპარტამენტის მენეჯმენტმა საქმიანი შეხვედრები გამართა ჩეხეთისა და ავსტრიის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციების, ასოციაციებისა და წამყვანი მედია საშუალებების მენეჯმენთან. 

"შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ელჩები ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკებში. გამოფენებზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად წარდგა. 

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 30-მდე საერთაშორისო ღონისძიებასა და გამოფენაზე გეგმავს რეგიონის პოპულარიზაციას. საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები აქტიურად იქნება წარმოდგენილი როგორც ევროპულ, ისე აზიურ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორისაა ბერლინის, ლონდონის, დუბაის, პარიზისა და ბარსელონას ტურისტული გამოფენები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი