ბუენოს-აირესში პროფკავშირებისა და მემარცხენე ჯგუფების ორგანიზებით საპროტესტო მსვლელობა სპეცრაზმთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. არგენტინის დედაქალაქში სოციალური ხარჯების შემცირების შესახებ პრეზიდენტ ხავიერ მილეის მთავრობის გეგმებს აპროტესტებენ. სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზით სცადეს საპროტესტო მსვლელობის შეჩერება, გზებზე ბლოკადების მოხსნა და მომიტინგეების უკან დახევა.მილეის ახალი მთავრობის მიერ მკაცრი ეკონომიის ზომების გამოცხადების შემდეგ არგენტინის უშიშროების მინისტრმა განაცხადა, რომ საპროტესტო ბლოკადების მოსახსნელად ძალას გამოიყენებოდა. ლიბერტარიანელმა მილეიმ, რომელიც ცდილობს გააკონტროლოს შეუკავებელი ინფლაცია, მკაცრი ეკონომიის ზომები მიიღო, მათ შორის შეამცირა სახელმწიფო ხარჯები, სუბსიდიები და საჯარო სექტორი.