"სიკეთე გადამდებია" - საქველმოქმედო აქცია გაიმართა დღეს ქობულეთში, სადაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 30 შეჭირვებულ ოჯახს სურსათ სანოვაგე, სამოსი და ჰიგიენური საშუალებები გადასცეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში 10 მარტოხელა დედასაც დაეხმარნენ.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მსგავს ინიციატივებს მე-3 წელია რაც ატარებენ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.