სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

18 მარტი 2024, 15:01 952 ნახვა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. წელს მუნიციპალიტეტში პროგრამის ბიუჯეტი 968 ათასი ლარია. რა პროექტები განხორციელდება პროგრამით ეს კრებებზე ადგილობრივებმა თავად უნდა გადაწყვიტონ. გარე განათება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია დაასახელეს დღეს შეკრებილებმა ერთ-ერთ პრიორიტეტად, გარდა ამისა ისაუბრეს სოფელში მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროებაზეც. სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში