პარლამენტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობს

18 მარტი 2024, 14:59 452 ნახვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვის ბოლოს ორი კენჭისყრა გაიმართა და კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ კანონპროექტის პირვანდელ - ვეტოდადებულ ვერსიას დაუჭირა მხარი. "ქართული ოცნების" მტკიცებით, ცესკოს ფორმირების წესი, რასაც პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკასა და გამოცდილებას არ შეესაბამება. საკუთარ ვეტოს სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო პროცესისადმი უნდობლობის რისკით ხსნის და იმ ცვლილებებს არ ეთანხმება, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის კვორუმის მარტივ უმრავლესობამდე შემცირებას და საარჩევნო ადმინისტრაციაში თავმჯდომარის ოპოზიციური მოადგილის პოსტის გაუქმებას ითვალისწინებს. პრეზიდენტის ამ პოზიციას იზიარებენ ხელისუფლების ოპონენტები.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი