ბათუმის სკოლა "პროგრესში" ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა

18 მარტი 2024, 13:38 384 ნახვა

ბათუმში, კერძო სკოლა "პროგრესში" ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. ტერიტორია უკვე შეამოწმეს კინოლოგებმა და სამართალდამცველებმა.

დღეს ცრუ შეტყობინება სკოლაში ასაფეთქებლის არსებობაზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით შევიდა.  შენობიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა.

სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი სკოლაში ხვალიდან განახლდება.

ასევე, ცრუ შეტყობინება ასაფეთქებელის არსებობის შესახებ შევიდა ამავე სკოლის ქუთაისის ფილიალშიც.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში