„ვეტინგის სისტემის“ ამოქმედების მოთხოვნა

17 მარტი 2024, 20:01 393 ნახვა

რამდენიმე  მოსამართლე კოლეგის, არაკოლეგიალურობაზე ალაპარაკდა. სავარაუდო  ადრესატები კი არიან  ისინი ვინც ,,ვეტინგის“  შემოღებას ემხრობიან.   სერგო მეთოფიშვილთან ერთად მათ ღიად  აკრიტიკებს  მოსამართლე ლევან თევზაძეც  და  მიაჩნიათ, რომ  მათი ასეთი  პოზიცია პროფესიული ღირსების შემლახავია.   

გავრცელებულ განცხადებებში ვკითხულობთ, რომ ე.წ. ვეტინგის  მხარდამჭერად  ის მოსამართლეები არიან, რომლებიც იმ სიაში არ არიან, რომლებმაც უნდა გაიარონ კეთილსინდისიერების შემოწმება, და რომლებიც ვეტინგის სიაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სასამართლოს გუშაგმა“ შეიყვანა.     

აქვე გეტყვით, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში, საკუთარი კეთილსინდისიერების შესამოწმებლად უკვე მზადაა სულ მცირე, 10 მოსამართლე.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი