მექსიკაში გატაცებული ქართველები

17 მარტი 2024, 15:04 1995 ნახვა

მექსიკაში გატაცებული ქართველები ისევ ტყვეობაში რჩებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ  აქვს, უწყებაში დღესაც გვითხრეს, რომ  საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს.

30-მდე ქართველის გატაცების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, რასაც მოგვიანებით დატყვევებული ქართველების ვიდეო ჩანაწერიც მოჰყვა, რომელშიც ჩანს, რომ მათთან ერთად იმყოფებიან არასრულწლოვნებიც.

არსებული ინფორმაციით ისინი მექსიკიდან აშშ-ში გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც ისინი სავარაუდოდ ნარკოკარტელებმა მძევლად აიყვანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი