ოდესის ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა - უკრაინული მედია

15 მარტი 2024, 17:01 396 ნახვა

უკრაინის ოდესის ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე, დაშავებულების კი 46-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოლქის გუბერნატორზე დაყრდობით ავრცელებს.

ოლეგ კიპერის განმარტებით,  დაღუპულებს შორის არიან ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეები, მედიკოსი და მაშველი, დაშავებულებს შორის კი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის შვიდი თანამშრომელია.

გავრცელებული ინფორმაციით,  დაზიანდა 10 კერძო სახლი, ავტოგასამართი სადგური, გაზსადენი და 2 სახანძრო-სამაშველო მანქანა.  რეგიონში 16 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი