რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

15 მარტი 2024, 10:05 555 ნახვა

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. ხმის მიცემა სამ დღეს გაგრძელდება.

არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობს: მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ლეონიდ სლუცკი, კომუნისტური პარტიის კანდიდატი ნიკოლაი ხარიტონოვი და „ახალი ხალხის“ პარტიის კანდიდატი ვლადისლავ დავანკოვი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი არ დაარეგისტრირა. არჩევნები ტარდება რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზეც.

პუტინის გარდა ყველა კანდიდატი თავისი პარტიების მიერაა წარდგენილი. პუტინმა საკუთარი კანდიდატურა თავად წარადგინა საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერით.

არცერთი „კონკურენტი“ რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს ღიად არ აკრიტიკებს და არც უკრაინაში ომს გმობს. რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა პოლიტიკოს ბორის ნადეჟდინს და ჟურნალისტ ეკატერინა დუნცოვას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აკრიტიკებენ.

რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, მოსკოვის მიერ „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომელთა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს. საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ არჩევნების ჩატარებას.

მოსკოვის პროკურატურის განცახდებით, საარჩევნო უბნებთან დაგეგმილი აქციების მონაწილეებს ხუთ წლამდე პატიმრობით ემუქრებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი