აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში - ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

14 მარტი 2024, 12:02 431 ნახვა

აფეთქება თბილისში. სამტრედიის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე,სადაც კომერციული ფართი იყო, სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გაჟონა -ასეთია თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის პირველადი ვერსია. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.  

კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. 

53 ოჯახი დროებით სასტუმროებში  დააბინავეს.  დაზიანებულია რამდენიმე ბინა და შენობის სიახლოვეს გაჩერებული ავტომობილები.   

ადგილზე რჩებიან მაშველები, მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავებაც.   

შენობის მდგომარეობას კი  ექსპერტები  შეაფასებენ. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებებიც.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი