როცა ასეთი ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგული - პრემიერი

12 მარტი 2024, 11:04 435 ნახვა

ქართველ ხალხს სურს დარწმუნდეს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია პატივს სცემს ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიც არის, პირველ რიგში, სამართლებრივი სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობა. ველით შესაბამის რეაგირებას, ეს ეხება ადეიშვილს, კეზერაშვილს, თუ ნებისმიერ სხვა დამნაშავეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ბრალდებული, ყოფილი მაღალჩინოსნების ევროპაში გადაადგილების შესახებ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი მსჯავრდებული არიან უმძიმეს დანაშაულებში.

„შეგახსენებთ, ესენი არიან უმძიმეს დანაშაულებში მსჯავრდადებული პირები, ეს არ არის მარტივი დანაშაულები, საქმე გვაქვს ბიზნესის რეკეტთან, მკვლელობის დაფარვასთან, პატიმრების წამებასთან, ეს არ არის უბრალოდ დანაშაულები. როდესაც ასეთი ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგული. მითუმეტეს, შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი ეს ადამიანი დღესაც ეჭვმიტანილია უმძიმეს დანაშაულებში ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ. როდესაც ამ ფონზე, ასეთი ადამიანები თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, სერიოზული კითხვები ჩნდება", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, მთავრობას მიმართული აქვს თუ არა შესაბამისი უწყებისთვის დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით, კობახიძე პასუხობს, რომ მიმართვები პროკურატურას აქვს წარდგენილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი