ჰარდვერ სტარტაპები

11 მარტი 2024, 20:39 478 ნახვა

Hardware სტარტაპების ინკუბატორის პროექტის ფარგლებში დღეს ნახევარფინალი გაიმართა. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, მასშტაბური ტექნოლოგიური პროექტი 5 თვეა მიმდინარეობს. მასში 200-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე, ჩატარდა ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით, რის შემდეგაც გუნდებმა საკუთარი იდეები პროექტებად ჩამოაყალიბეს და ჟიურის წარუდგინეს. დღეს ბათუმში დასავლეთ საქართველოს 11 გუნდმა ტექნოლოგიური პროტოტიპი გააცნო საორგანიზაციო ჯგუფს. ფინალი 22 მარტს თბილისის ტექნოპარკში გაიმართება. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები 5, 10 და 15 ათასლარიან საგრანტო დაფინანსებას მიიღებენ. პროექტი წელს მეორედ განხორციელდა. მისი მონაწილეები სტუდენტები და მოსწავლეები არიან.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი