მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი და განცხადებები

11 მარტი 2024, 14:05 442 ნახვა

“წინა საარჩევნოდ რუსეთი საქართველოს  ეკლესიაში გადატრიალებას და პროვოკაციების მოწყობას გეგმავს“ -  ამის შესახებ  7 ნოემბრის ეპიზოდზე ბრალდებულმა  მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე  ისაუბრა. ყოფილი  პრეზიდენტი სხდომას დისტანციურად  ჩაერთო და პოლიტიკური განცხადებებიც  გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ის რუსული რეჟიმის პატიმარია და მისი ციხეში ყოფნა ალექსეი ნავალნის მსგავსად,  რუსეთის ინტერესებში შედის.

დღეს სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევს.  7 ნოემბრის ეპიზოდზე  სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების  უკანონოდ დაუფლებას ედავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი