ჯანდაცვის ახალი მინისტრის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

10 მარტი 2024, 15:05 493 ნახვა

მთავრობის მეთაური ჯანდაცვის ახალ მინისტრს ხვალ დაასახელებს. მთავრობის სხდომაზე გახდება ცნობილი ვინ ჩაიბარებს ვაკანტურ პოსტს.

ზურაბ აზარაშვილმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით თანამდებობა პირველ მარტს დატოვა. 

ირაკლი კობახიძემ საკუთარი გადაწყვეტილება სამედიცინო სექტორთან კომუნიკაციის პრობლემით ახსნა, რომელიც მისივე განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხმა კიდევ უფრო წარმოაჩინა.

აზარაშვილმა მინისტრის პოსტი 2021 წლის დეკემბერში დაიკავა, იგი პოზიციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი