ირაკლი კობახიძე არაა ვალდებული, ჩემს დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს. თუ მას განსხვავებული ხედვა აქვს, ეს ნორმალურია - ირაკლი ღარიბაშვილი

09 მარტი 2024, 14:44 562 ნახვა

ირაკლი კობახიძე არაა ვალდებული, ჩემს დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს. თუ მას განსხვავებული ხედვა აქვს, ეს ნორმალურია. ჩვენ ვართ განსხვავებული ადამიანები. მე ვარ ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი არის ირაკლი კობახიძე. არანორმალური იქნებოდა, რომ ყველაფერში ერთი და იგივე აზრი გვქონდეს, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაური ზის დაუცველ, ღობის გარეშე შენობაში. მთავარი მიზანი და მოტივაცია, როდესაც მე ეს თავის დროზე გადავწყვიტე, ეს იყო უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ეს დესტრუქციული ძალები, რომლებიც ჩვენს გმირ პოლიციელებს შეურაცხყოფდნენ - კანცელარიის წინ ხან ფქვილი დააყარეს, ხან საღებავი შეასხეს, როგორ აწუხებდნენ კანცელარიის თანამშრომლებს - შიგნით შევარდებოდნენ საშვების გარეშე, აწყობდნენ ობსტრუქციას, დესტრუქციას და საშინელებებს სჩადიოდნენ. დანარჩენზე მთავრობის მეთაური გააკეთებს კომენტარებს. არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. კონსტიტუციით, კანონით პრემიერ-მინისტრი წყვეტს საკადრო საკითხებს. რას ნიშნავს ჩემი კადრი? ძალიან ჩვეულებრივი პროცესია, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

 

ირაკლი კობახიძე არაა ვალდებული, ჩემს დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს. თუ მას განსხვავებული ხედვა აქვს, ეს ნორმალურია. ჩვენ ვართ განსხვავებული ადამიანები. მე ვარ ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი არის ირაკლი კობახიძე. არანორმალური იქნებოდა, რომ ყველაფერში ერთი და იგივე აზრი გვქონდეს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი