ემანუელ მაკრონი უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაზე - როდესაც რამეს არ გამორიცხავ, ეს არ ნიშნავს, რომ გააკეთებ

09 მარტი 2024, 10:13 308 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინაში დასავლეთის სამხედროების განლაგებაზე, თავისივე განცხადებას გამოეხმაურა. მაკრონმა თქმით, „როდესაც რაღაცას არ გამორიცხავ, ეს არ ნიშნავს, რომ გააკეთებ“.

„დღეს მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა არის თავდამსხმელის შეჩერება. ის, ვინც თავს დაესხა, უნდა დათანხმდეს იარაღის დადებას”, – განაცხადა მაკრონმა.

 

ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ, ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. მოგვიანებით საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესახებ მისი განცხადებები, კარგად აწონ-დაწონილი და გააზრებული იყო. ამასთან, ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონთან გამართული გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის კომუნისტური და ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერებმა აღნიშნეს, რომ პრეზიდენტი უკრაინის მხარდაჭერისას „წითელი ხაზების“ დაწესების წინააღმდეგია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში