საქართველოში ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა

08 მარტი 2024, 11:01 301 ნახვა

საქართველოში ისლანდიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი  დასრულდა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და ისლანდიის პრეზიდენტების შეხვედრა.

გუდნი იოჰანესონს მოლაპარაკება ჰქონდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ისლანდიის პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს. გუდნი იოჰანესონი იმყოფებოდა ხურვალეთშიც, სადაც ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას.ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ასევე საქართველო-ისლანდიის ბიზნეს ფორუმი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში