 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნის იდეა სათავეს შეერთებული შტატებიდან იღებს. 1908 წლის 8 მარტს, გაუსაძლისი შრომითი პირობების გასაპროტესტებლად, ქუჩაში ათასობით ქალი გამოვიდა.
ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა. 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა.
თანამედროვე მსოფლიოში კი 8 მარტს ქალთა უფლებების დაცვის ჭრილში განიხილავენ და მასობრივად, სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნავენ.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            