ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულების სასამართლო პროცესი

07 მარტი 2024, 10:08 509 ნახვა

ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული კაცი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მას დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებას ედავებიან. სამართალდამცავების  ინფორმაციით, ამოღებულია 70 გრამი ჰეროინი.

ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

დაცვის მხარეს დღეს ათი ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა ჰქონდა, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი