აუდიტის დასკვნა - ენმ-ის ბრიფინგი ქობულეთში 

06 მარტი 2024, 11:20 594 ნახვა

ქობულეთის მერის ლევან ზოიძის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ  ქობულეთის  საკრებულოს წევრები. მიზეზად ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში არსებულ ჩანაწერებს ასახელებს.  

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ დასკვნის მიხედვით, უმძიმესი დანაშაულები იკვეთება და პროკურატურას მიმართავს გამოძიება დაიწყოს. ოპოზიციის წევრები აუდიტის დასკვნაში მოყვანილ სამ  საკითხზე აკეთებენ აქცენტს, ესენია  უნებართვო და უკანონო მშენებლობები, რაც მათი თქმით, მერის და მერიის კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებს.

ასევე ზედმეტად გაცემული ხელფასები და 52 ტონა ზედმეტად გახარჯული საწვავი. აღნიშნულ ბრალდებებზე ქობულეთის მერიაში განმარტებები არ გააკეთეს.  

ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ქობულეთის მერი ამ დრომდე არ აკეთებს სატელევიზიო  კომენტარს  აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი