ირაკლი ჩავლეიშვილი და მედეა ვასაძე პოლიტიკიდან წასვლას გეგმავენ

05 მარტი 2024, 16:11 729 ნახვა

მომდევნო არჩევნებში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს პოლიტიკურად აქტიურ ფიგურად ვეღარ ვიხილავთ.

ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, ის პოლიტიკურ საქმიანობას ემშვიდობება და აღარ აპირებს იყოს პოლიტიკაში.

დეპუტატი, რომელიც აჭარის საკანონმდებლო ორგანოში თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსით მოხვდა, ამბობს, რომ ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური აქტი, რომელმაც არ გაამართლა.

"მე არ ვაპირებ ახალ პარტიასთან თანამშრომლობას. ჩემი გზები სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა ყოველთვის და ის გადაკვეთა, რომელიც იყო "ნაციონალურ მოძრაობასთან", ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური აქტი, რომ კოალიციური შემადგენლობით შევსულიყავით აჭარის უმაღლეს საბჭოში და საქართველოს პარლამენტში, რამაც არ გაამართლა. ჩემი პოლიტიკური კარიერა ამით ამოიწურა, ხუთჯერ ვიყავი დეპუტატი და მგონი საკმარისია"-განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

პოლიტიკიდან დიდი ალბათობით მიდის მედეა ვასაძეც. ამბობს, რომ თუ ვინმე ძალიან აქტიურ შეთავაზებას არ გაუკეთებს, პირადად არავისთან მიმსვლელი არაა.

"არ გეტყვით იმას თუ კონკრეტულად ვისი მხარდამჭერი ვიქნები, ან ხმას ვის მივცემ არჩევნების დროს.  ასაკობრივად მე უკვე ვაპირებ წასვლას და დასვენებას პოლიტიკიდან. თუ ვინმე ძალიან აქტიურად არ შემომთავაზებს ამ საკითხს, მე პირადად არავისთან მიმსვლელი არ ვარ"- განაცხადა მედეა ვასაძემ.

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი