აჭარის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას ყველა დეპუტატი ესწრებოდა. დღესაც ისმოდა ბრალდებები, ამჯერად მაღალმთიანეთში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით. ამ ბრალდებებს ქართული ოცნების წევრებმა უპასუხეს. სხდომის პარალელურად ასევე გაკეთდა განცხადებები ნიკა მელიას ახალ პარტიასთან დაკავშირებით, რომლის წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოში გიორგი კირთაძე იქნება.