"ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად, 124 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის არმიამ, სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" სტრუქტურებზე იერიში განახორციელა.
ისრაელის ომის კაბინეტის წევრი, ბენი განცი ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებს, ვაშინგტონში შეხვდა, ეგვიპტელი, კატარელი და ამერიკელი შუამავლები კი, ერთმანეთს კაიროში ხვდებიან, მთავარი საკითხი ცეცხლის შეწყვეტაა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაწევას.
ანკლავში ჰუმანიტარული მდგომარეობა კვლავ მძიმდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, ბავშვები შიმშილით კვდებიან.